30 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
"ყურადღებით ვაკვირდები სოხუმში მოვლენების განვითარებას და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას"- სალომე ზურაბიშვილი

სოხუმში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება. 

სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ სოხუმში განვითარებულ მოვლენებს და ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებებს ყურადღებით აკვირდება.

"ყურადღებით ვაკვირდები სოხუმში მოვლენების განვითარებას და ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ბედსა და ადამიანის უფლებებს" - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნებისას ხმების უმრავლესობა საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მიიღო. მეორე ტურში ასევე გადავიდა ე.წ. ოპოზიციური პარტია "ამცახარას" ლიდერი ალხას კვიცინია.

სწორედ კვიცინიას მხარდამჭერებმა შეამტვრიეს ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შესასვლელი კარი და მინები.

დღის ამბები