30 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
"შავი ზღვა ნატოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია" - იენს სტოლტენბერგი

შავი ზღვა ნატოსთვის მნიშვნელოვანია - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში, რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ლუდოვიკ ორბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც იენს სტოლტენბერგმა განმარტა, შავი ზღვის რეგიონში საქართველო ალიანსის პარტნიორი ქვეყანაა და ერთობლივი წვრთნები ხშირად ტარდება. მისივე თქმით, შავი ზღვის რეგიონში გაძლიერდა საჰაერო პატრულირება, სამხედრო-საზღვაო ხომალდების წარმომადგენლობა და სახმელეთო ძალები.

"შავი ზღვა ნატოსთვის სტრატეგიულდ მნიშვნელოვანია. ნატოს შავი ზღვის რეგიონში თავისი წარმომადგნელობა გაზარდა. ალიანსმა გააძლიერა თავისი ყოფნა რეგიონში ხმელეთზე, ზღვასა და საჰაერო სივრცეში. რეგიონში ნატოს სამი წევრი ქვეყანა რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი შავიზღვისპირა ქვეყნები არიან და რეგიონში ალიანსის კიდევ ორი პარტნიორი ქვეყანაა - უკრაინა და საქართველო. მათთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ვეხმარებით და ვატარებთ წვრთებს," -განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

დღის ამბები