30 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
19 სასამართლო მომდევნო 2 თვის განმავლობაში - ხაზარაძე და ჯაფარიძე მათი პოლიტიკიდან იძულებით დისტანცირებაზე საუბრობს

"თიბისის ბანკის" საქმეზე დღეს სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ. ეროვნული ბანკის თანამშრომლები, რომლებმაც ავთანდილ წერეთლის კომპანიებისთვის გაცემული სესხების ნაწილში "თიბისი ბანკი" შეამოწმეს და რომლებმაც მოამზადეს დასკვნა, რომლის მიხედვითაც "თიბისის" დამფუძნებლებს 2008 წელს ამ ოდენობის სესხის აღების უფლება არ ჰქონდათ. მოწმეთა თქმით, 2008 წლის ტრანზაქციის დროს ინტერესთა კონფლიქტი გამოიკვეთა.

თავად ბრალდებულებმა - მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ  დღეს საქმეზე კომენტარი მხოლოდ პროცესის დაწყებამდე გააკეთეს. თქვეს, რომ დღეიდან სისხლის სამართლის საქმეზე მედიის რესპონდენტები მხოლოდ მათი ადვოკატები იქნებიან, რადგან არ სურთ მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ სპექტაკლში. "ლელოს" ლიდერები აპირებენ, რომ ყოველი პროცესის წინ სასამართლოს ეზოში პრეზენტაცია გამართონ და პარტიის პროგრამის შესახებ ისაუბრონ. მომდევნო თვენახევრის განმავლობაში ამ საქმეზე 19 პროცესი გაიმართება, რაც ბრალდებულებისათვის იმის ნიშანია, რომ ამ ხერხით ხელისუფლება მათ პოლიტიკიდან იძულებით დისტანცირებას ცდილობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები