30 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
24 წლის ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულ მეორე პირს პატიმრობა შეეფარდა

დამპალოს სასაფლაოზე 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულ მეორე პირს პატიმრობა შეუფარდეს. საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა, რომ ვახტანგ ბურძენაძე პატიმრობაში დარჩეს, დააკმაყოფილა.

დაკავებული ვახტანგ ბურძენაძე სახელმწიფო ბრალდებას, რომელიც ჯგუფურ ძალადობასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება, რამაც 24 წლის მამაკაცის გარდაცვალება გამოიწვია, არ ეთანხმება და თავს დამნაშავედ არ ცნობს. 

ბურძენაძე ამბობს, რომ ის მხოლოდ მის მეგობარ სპეცრაზმელს ეხმარებოდა, რათა გარდაცვლილი 24 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ამავე საქმეზე დაკავებულ სპეცრაზმელს ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურა შსს-ს თანამშრომელს ჯგუფურად ძალადობასაც ედავება. 

დღის ამბები