30 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
მარტვილში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

მარტვილში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმის არსებით განხილვამდე ჯემალ ნაჭყებია წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

პროკურორ ლევან ფიფიას განმარტებით, არსებობს მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები.

თავად დაკავებულმა პროცესზე თქვა, რომ ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. მისი თქმით, მომხდარი განზრახ მკვლელობა არ ყოფილა და ის თავს იცავდა. 

"შობის ღამეს მოვიდნენ ჩემთან. სუფრა გაშლილი იყო. დალია 4-5 ჭიქა, რის შემდეგაც დაიწყო ჩემი ოჯახის საქმის გარჩევა. რატომ ცხოვრობ საზღვარგარეთ, როდესაც შენი ცოლი აქ მარტო წვალობსო. ამაზე წავკინკლავდით, მერე წავიდა. ისევ მოვიდა, დედაჩემმა უთხრა, წადი შვილო სახლშიო, რა დროსაც ხელი ჰკრა და შეაგინა. მერე მე დამიძახა, მოდი აქო. განერვიულებულმა რა ავიღე ხელში, არც მახსოვს. შეშინება მინდოდა. წადი, თორემ მოგკლავ-მეთქი, რა დროსაც ყელში მწვდა, დავარტყი, მაგრამ არ მახსოვს რამდენჯერ და სად", - ამბობს დაკავებული.

დაცვის მხარემ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. მარტვილში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ჯემალ ნაჭყებია 8 იანვარს, გამთენიისას დააკავეს.

დღის ამბები