30 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
ოპოზიცია აქციებს რეგიონებშიც გამართავს -"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გაერთიანებული ოპოზიციის 2020 წლის პირველი შეხვედრა დასრულდა. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ოპოზიცია აქციებით რეგიონებში გადაინაცვლებს. 

"მივიღეთ გადაწყვეტილება ორ რეგიონულ აქციასთან დაკავშირებით იანვრის თვეში. ასევე, 4 თებერვალს გაიმართება პარლამენტის პირველი საგაზაფხულო სხდომა, რომელიც აუცილებლად ჩაივლის ოპოზიციის პროტესტის ფონზე. ასევე, საუბარი გვქონდა მოლაპარაკებებზე, რომელსაც ოპოზიცია ხელისუფლებასთან აწარმოებს დიპლომატიური კორპუსის მედიაციით,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები