30 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომისთვის იკრიბება - დე ფაქტო პრეზიდენტი აგარაკზე გაემგზავრა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომისთვის იკრიბება - ისინი სოხუმის ცენტრში განვითარებული მოვლენების შესახებ იმსჯელებენ, ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

ე.წ. ოპოზიციის ინფორმაციით, დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯინბამ "პრეზიდენტის ადმინისტრაცია" დატოვა და აგარაკზე იმყოფება.

ხაჯიმბას კაბინეტთან დაცვა დგას, ისინი არ ამბობენ, სად იმყოფება დე ფაქტო პრეზიდენტი.

საპროტესტო აქციის მონაწილეების შეჩერებას ე.წ. ძალოვნები ცდილობენ. ე.წ. ოპოზიციის მხარდამჭერებმა დააზიანეს ავეჯი, კარები და ფანჯრები.

შტურმი 13 საათზე დაიწყო - ე.წ. ადმინისტრაციის შენობის წინ, დაახლოებით, 500 ადამიანი შეიკრიბა. "სამართალდამცველებთან" დაპირისპირების შედეგად არიან დაშავებულები, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

დემონსტრანტები ხაჯიმბას წინააღმდეგ გამოდიან და სექტემბერში ჩატარებულ ე.წ. არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნებისას ხმების უმრავლესობა საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მიიღო. მეორე ტურში ასევე გადავიდა ე.წ. ოპოზიციური პარტია "ამცახარას" ლიდერი ალხას კვიცინია.

დღის ამბები