30 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს - ინფრასტრუქტურის მინისტრი

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით,  "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა თანხას შეადგენს ამ დროისთვის პირგასამტეხლო.

მაია ცქიტიშვილის განმარტებით, გარდა ამისა, "კონსორციუმს" ასევე მოუწევს სახელმწიფოს დაუბრუნოს გადაცემული მიწები და ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.

"ხელშეკრულებით არის გაწერილი მთელი რიგი პროცედურები. ბუნებრივია, ჩვენ ამ პროცედურებს მივყვებით. პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით უკვე იქნა ნაპატიები 10 მილიონ დოლარზე მეტი, რა თანხაც, უკვე გაწეული შეღავათია სახელმწიფოს მხრიდან.

დღეის მდგომარეობით, კონსორციუმს აქვს კიდევ დარიცხული გარკვეული პირგასამტეხლო და შესაბამისად, ამ პირგასამტეხლოს ანაზღაურების საკითხი, ისევე, როგორც შემდგომი იურიდიული პროცედურები, ბუნებრივია, დაიწყება. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს იმასაც, რომ კონსორციუმმა უნდა მოახდინოს სახელმწიფოს მხრიდან გადაცემული მიწების დაბრუნება. ბუნებრივია, უნდა მოხდეს საპროექტო დოკუმენტაციის დაბრუნება სახელმწიფოსთვის. მთელი ეს პროცედურები გაწერილია ხელშეკრულებაში და ზედმიწევნით მივყვებით ხელშეკრულების მოთხოვნებს," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დღის ამბები