პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების სტატუსზე უარს ამბობენ. სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ ამის შესახებ განცხადება ინსტაგრამზე გაავრცელეს.
სამეფო ოჯახის წევრები სასახლისგან ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებასა და თავიანთი დროის ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებს შორის განაწილებას გეგმავენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დედოფალ ელისაბედ მეორის მხარდაჭერასა და მასთან თანამშრომლობას განაგრძობენ. გარდა ამისა, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი საქველმოქმედო ორგანიზაციის დაარსებასაც გეგმავენ.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, წყვილის განცხადების გამოქვეყნებამდე სამეფო ოჯახის წევრებთან კონსულტაცია არ გაუვლია. გადაწყვეტილების გამო კი ბუკინგემის სასახლე იმედგაცრუებულია.