30 ნოემბერი 2024,   09:25
ვრცლად
"თუ აშშ კიდევ ერთ დანაშაულს ჩაიდენს, ძლიერ პასუხს მიიღებს" - ირანის პრეზიდენტი 

ირანის პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტთან საგანგებო შეხვედრა გამართა. როგორც ჰასან როუჰანიმ განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატების აგრესიის შემთხვევაში თეირანის პასუხი შესაბამისი იქნება.

"დღეიდან, თუ ამერიკას სურს კიდევ ერთი დანაშაულის ჩადენა, უნდა იცოდეს, რომ ძლიერ პასუხს მიიღებს,"- განაცხადა ირანის პირველმა პირმა.

ეს განცხადება თეირანში მას შემდეგ გაკეთდა, რაც დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში პრესკონფერენცია გამართა. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა განმარტა, ამერიკის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად ამერიკელი სამხედროები არ დაშავებულან. ასევე ტრამპმა ნატოს მოუწოდა, უფრო აქტიურად ჩაერთონ შუა აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებში.

"ვიდრე პრეზიდენტი ვარ, ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი. ამერიკელები არ დაშავებულან დაბომბვის შედეგად და სამხედრო ბაზებზე მინიმალური ზარალია. ირანელები მშვიდდებიან და ეს კარგია მთელი მსოფლიოსთვის. დასრულდა დრო, როდესაც ირანი რეგიონის დესტაბილიზაციას ახდენდა. ლიკვიდირებულია მთავარი ტერორისტი. სოლეიმანი იყო პასუხისმგებელი შტატების საელჩოზე თავდასხმაში.

შტატები ირანს დამატებით ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს. ირანი ქმნის ჯოჯოხეთს იემენში, ავღანეთში, სირიაში, ერაყში. დროა, ბრიტანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, რუსეთმა და ჩინეთმა აღიარონ რეალობა და ირანის ბირთვულ შეთანხმებას თავი დააღწიონ. ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ და მივაღწიოთ ირანთან ისეთ შეთანხმებას, რომელიც მსოფლიოს უფრო დაცულ და მშვიდობიან ადგილად აქცევს. ასევე ისეთ შეთანხმებას, რომელიც ირანს წარმატებასა და განვითარებას მოუტანს," - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

დღის ამბები