30 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
წყალმომარაგება ზამთრის კურორტებზე უნდა მოგვეგვარებინა, ეს არ უნდა მომხდარიყო - პრემიერი წყალმომარაგების პრობლემებზე

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობას ზამთრის კურორტებზე წყალმომარაგების პრობლემა უნდა მოეგვარებინა.

როგორც პრემიერმა დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, მთავრობას ამ მიმართულებით მეტი პრევენციული მუშაობა მართებდა.

გახარიას განცხადებითვე, მომდევნო სეზონზე მსგავსი პრობლემა აღარ უნდა განმეორდეს.

"წლის დასაწყისში ჩვენ სამწუხაროდ გვქონდა გარკვეული გართულებები ზამთრის კურორტებზე. მოგეხსენებათ, რომ იყო გარკვეული პრობლემები წყალმომარაგების თვალსაზრისით, როგორც გუდაურში, ასევე ბაკურიანში. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ეს პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა. ეს არ უნდა მომხდარიყო.

მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცით, გამომწვევი მიზეზები იყო როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური ფაქტორები. თუმცა ძალისხმევა, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით არის უაღრესად გასაფრთხილებელი.

სწორედ ამიტომ გვმართებდა უფრო მეტი პრევენციული მუშაობა და დღეს ჩვენ ზუსტად ვიცით გამომწვევი მიზეზები. გვესმის, რომ პრობლემა არის სისტემური და გვესმის, რომ შესაბამისი დასკვნებია გასაკეთებელი, რომელიც უკვე გაკეთდა და ჩვენ 2020 წელი უნდა დავუთმოთ იმას, რომ მომავალ წელს მსგავსი პრობლემა აღარ განმეორდეს," - განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

დღის ამბები