უკრაინაში 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეირანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით მიიღო.
მომხდარის გამო 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა ირანმაც.
8 იანვარს უკრაინული ავიახაზების ბოინგი თეირანის აეროპორტიდან აფრენიდან 3 წუთში ჩამოვარდა. მომხდარს 176 ადამიანი ემსხვერპლა.