30 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
ბაღდადის "მწვანე ზონაში" სამი რაკეტა ჩამოვარდა

ბაღდადის "მწვანე ზონაში," სადაც დიპლომატიური მისიები და სახელმწიფო დაწესებულებებია განთავსებული, სამი რაკეტა ჩამოვარდა.

სარაკეტო იერიშს ერაყის დედაქალაქში განგაშის ზარი მოჰყვა. ცნობილია, რომ "კატიუშას" ტიპის ერთ-ერთი რაკეტა შეერთებული შტატების საელჩოდან 100 მეტრის მოშორებით ჩამოვარდა.

ეს "მწვანე ზონაში" სარაკეტო იერიშის პირველი შემთხვევა არ არის. გარდა ამისა, გუშინ ირანმა ერაყის ტერიტორიაზე მდებარე ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა, რის გამოც ირანის ელჩი ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული.

 

 

 

დღის ამბები