30 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი პარლამენტს ტოვებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კარლო კოპალიანი საკანონმდებლო ორგანოს ტოვებს. როგორც ცნობილია, ის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად აირჩიეს. მას პარლამენტში სავარაუდოდ, სიით მომდევნო კანდიდატი, გიორგი ჩაკვეტაძე ჩაანაცვლებს.

როგორც ჩაკვეტაძე "კურიერთან" საუბარში აღნიშნავს, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს და ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

"ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული, რადგან კონსულტაციები უნდა გავიარო. უახლოეს მომავალში აუცილებლად გაგაგებინებთ," - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად კი, საკითხი პირველ რიგში საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უნდა განიხილოს, რის შემდეგაც დეპუტატები სესიაზე კენჭს უყრიან.

 

დღის ამბები