30 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
დამპალოს სასაფლაოზე მომხდარი მკვლელობის საქმეში სახალხო დამცველი ჩაერთო

დამპალოს სასაფლაოზე მომხდარი მკვლელობის საქმეში სახალხო დამცველი ჩაერთო. ნინო ლომჯარიამ ამის შესახებ ინფორმაცია "კურიერს" გუშინ დაუდასტურა.

მისი თქმით, სახალხო დამცველს ამ საქმეზე დამათებითი ინფორმაცია აქვს გამოთხოვილი. დამპალოს სასაფლაოზე 2 იანვარს მომხდარ ფაქტზე სპეცრაზმელის გარდა დაკავებულია მისი მეგობარიც.

ეს სწორედ ის პირია, რომლის ავტომანქანის გატაცების მცდელობაზეც იყო საუბარი. სწორედ მის მანქანაში ისხდნენ ღამით სასაფლაოზე ძმები წურწუმიები, რომელთაგანაც ერთ-ერთი ცემის შემდეგ გარდაიცვალა.

დღის ამბები