30 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
 გიორგი ოვაშვილი ახალ ფილმს იღებს

გიორგი ოვაშვილი ახალ ფილმს იღებს. თანამედროვე დრამა მშვენიერი ელენეს ამბავს გვიყვება, ფილმის სახელწოდებაც სწორედ ეს არის. გიორგი ოვაშვილის ახალი, სრულმეტრაჟიანი ფილმი "მშვენიერი ელენეს" პრემიერა ზაფხულში იგეგმება.

ჯვრის მონასტერთან ახლოს, დამშრალ ტბაზე, სადაც გიორგი ოვაშვილი ახალ ფილმს იღებს, გადასაღები მოედანი გაიშალა. 

რეჟისორის ბოლო ნამუშევარი "ხიბულა" 2017 წელს ვიხილეთ. ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის "მშვენიერი ელენეს" საპრემიერო ჩვენება კი ზაფხულში იგეგმება. ეს არის თანამედროვე დრამა, ყოველდღიური ყოფიერებითა და 2 თაობის ურთიერთობაზე აგებული ეპიზოდებით, ცხოვრებისეული პრობლემებითა და სასიყვარულო ისტორიებით გაჟღენთილი.

ფილმისთვის ეროვნულმა კინოცენტრმა 50,000 დოლარი გამოყო. გადაღებები მიმდინარეობს მცირე ბიუჯეტით, მაგრამ დიდი ენთუზიაზმით.

ფილმის სიუჟეტის მიხედვით, წითური და საინტერესო გარეგნობის ახალგაზრდა გოგონა, ხანგრძლივი დროის შემდეგ, სამშობლოში ბრუნდება. საზღვარგარეთ მიღებული განათლებისა და წესჩვეულებების შეცვლის შემდეგ ცდილობს, აქაურ გარემოს შეეგუოს და ყოველდღიური პრობლემები დაიძლიოს.

ფილმის სცენარი გიორგი ოვაშვილს და ჰოლანდიელ სცენარისტ რულოვიან მინების ეკუთვნის.

გადაღებები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა და სწორედ ამ ეპიზოდით, ფილმის მთავარი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი დასრულდა. შემდეგი ეტაპი უკვე მონტაჟის პროცესია და გიორგი ოვაშვილის ახალ თანამედროვე დრამას რამდენიმე თვეში, უკვე მაყურებელიც იხილავს.

დღის ამბები