30 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
შობის ღამეს მარტვილში 30 წლის კაცი მოკლეს - მკვლელობის ერთ-ერთ მიზეზად ეჭვიანობა სახელდება

დაპირისპირება მარტვილის რაიონის სოფელ ტალერში შობის ღამეს გაშლილ სუფრასთან დაიწყო. მკვლელობაში ბრალდებულის დედა იხსენებს, რომ სტუმრად მყოფმა რაჯი ბერულავამ მის შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა რამდენჯერმე მიაყენა, რის შემდეგაც კონფლიქტი უკვე ნაჭყებიების სახლის ეზოში გაგრძელდა, ცივი იარაღით დაჭრილი ბერულავა საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვლა.

მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ეჭვიანობას ასახელებს ნაჭყებიების მეზობლების ნაწილი. მკვლელობაში ბრალდებულის თანასოფლელები "კურიერთან"ჰყვებიან, რომ საქართველოში ერთი თვის წინ დაბრუნებულ ჯამბულ ნაჭყებიას რაჯი ბერულავასთან კონფლიქტი ეჭვიანობის ნიადაგზე ადრეც მოსვლია. 

დაპირისპირების მიზეზად ეჭვიანობას გამორიცხავენ მოკლულის ახლობლები. რაჯი ბერულავას ოჯახის ახლობლების თქმით, გარდაცვლილსა და მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახებს შორის ნათესაური კავშირი არსებობდა. ოჯახის წევრებისთვის ტრაგედიის რეალური მიზეზი გაურკვეველია. 

მარტვილის რაიონის სოფელ ტალერში, ცივი იარაღით 39 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 60 წლის ჯამბულ ნაჭყებია გუშინ ღამითვე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

დღის ამბები