აშშ-ს პრეზიდენტი ირანის მიერ ამერიკულ ბაზებზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ადგილობრივი დროით დილის 11 საათზე გააკეთებს, ამის შესახებ "როიტერსი" წერს.
ირანმა ერაყში მდებარე ორ ამერიკულ ავიაბაზაზე იერიში გასულ ღამეს მიიტანა. სამხედრო ობიექტების მიმართულებით 12-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა ისროლეს. კადრები ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა.
პენტაგონის ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.