30 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
"სამართალდამცველი გოგა მემანიშვილი ახორციელებდა ფიზიკურ და სიტყვიერ ზეწოლას" - ლაშა ჩხარტიშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ იმ სამართალდამცველების სამხრე კამერების შემოწმების შუამდგომლობა დააყენა, ვინც მის დაკავებაში უშუალოდ მონაწილეობდა.

ჩხარტიშვილის თქმით, ერთ-ერთი სამართალდამცველი, გოგა მემანიშვილი, რომელიც ხელმძღვანელი პირი იყო, აქციის მონაწილეების მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ ზეწოლას ახორციელებდა. 

"ეს გახლავთ ვინმე გოგა მემანიშვილი, რომელიც იყო ოპერაციის ხელმძღვანელი, ადგილზე, როგორც ჩანს, მთავარი ხელმძღვანელი პირი. აი, ამ ადამიანის სამხრე კამერაა გადამწყვეტი, რადგან ის პერსონალურად ახორციელებდა ფიზიკურ და სიტყვიერ ზეწოლას მთელი აქციის განმავლობაში. დამკავებლებს შორის, ვისი იდენტიფიკაციაც მე შემიძლია, ნამდვილად იყო აი ეს, სისხლის სამართლის დამნაშავე გოგა მემანიშვილი. ჩვენ ვაყენებთ კახა კალაძის და ბიძინა ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობას, რადგანაც გოგა მემანიშვილი ასრულებდა კახა კალაძისა და ივანიშვილის დაკვეთას,"- განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა სასამართლო პროცესზე. 

შეგახსენებთ, რომ "ლეიბორისტული პარტიის" წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. ის წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის ბრალდებით 3 იანვარს დააკავეს, როდესაც აქტივისტებთან ერთად, რესპუბლიკის მოედნიდან გარემოვაჭრეების პარლამენტთან გადაყვანის მცდელობას აპროტესტებდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები