სომალიში აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 10-ზე მეტი ადამიანი. თავდასხმა დედაქალაქში პარლამენტის შენობასთან მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილზე იყო დამონტაჟებული. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ ალ-შაბააბმა აიღო.