30 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
პრეზიდენტის გადაწყვეტილება დეკანოზ მამალაძესთან დაკავშირებით არაჰუმანურ განცდას ტოვებს - თამთა მიქელაძე

"ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორის თამთა მიქელაძის შეფასებით, პრეზიდენტმა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.

მისივე განმარტებით, დეკანოზის საქმე თეთრი ძაფით არის შეკერილი.

"იმ ფონზე, როდესაც დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და საქმე თეთრი ძაფით არის შეკერილი, პრეზიდენტის გადაწყვეტილება არაჰუმანურ და უსამართლო გადაწყვეტილების განცდას ტოვებს საზოგადოებაში," - განაცხადა მიქელაძემ. 

მორატორიუმის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი საშობაოდ პირველად გამოსცა და 5 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის ვერ მოხვდა დეკანოზი მამალაძე. 

დღის ამბები