თურქეთში შტორმსა და წყალდიდობას 2 ადამიანი ემსხვერპლა.
უამინდობის გამო სტამბოლში გზები დაიტბორა. დედაქალაქის ზოგიერთ ნაწილში კი სატრანსპორტო მოძრაობა პარალიზებულია. წყალდიდობამ ქალაქ მერსენში მეწყერი გამოიწვია. ავიარეისები გადაიდო გოქჩენის აეროპორტში.
ძლიერმა ქარმა 100-ზე მეტ შენობას სახურავი ახადა. სინოპტიკოსების განცხადებით, უამინდობა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.