30 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
ავსტრალიაში ტყის ხანძრის განზრახ გაჩენასთან დაკავშირებით 183 ადამიანი დააკავეს

ავსტრალიის მთავრობა ახალ ევაკუაციას აცხადებს. სახანძრო სამსახურში ამბობენ, რომ ჰაერის ტემპერატურა კიდევ გაიზრდება.

ქვეყანაში ტყის ხანძრის განზრახ გაჩენასთან დაკავშირებით უკვე 183 ადამიანი დააკავეს. ავსტრალიაში მასშტაბურ ხანძარს რამდენიმე თვეა, ებრძვიან.

სტიქიამ 25 ადამიანი და უკვე მილიარდზე მეტი ცხოველი შეიწირა. ხანძარმა ორი ათასამდე საცხოვრებელი სახლი გადაწვა.

ავსტრალიაში ტყის ხანძართან საბრძოლველად მუსიკოსები და მსახიობები გაერთიანდნენ. მუსიკოსმა ელტონ ჯონმა შესაბამის ფონდში მილიონი დოლარი გადარიცხა. ფონდში თანხა გადარიცხეს სხვა ცნობილმა მსახიობებმაც. 

დღის ამბები