30 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" საკითხს ხვალ მთავრობის სხდომაზე განიხილავენ

რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქრათველოს ხელისუფლება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხზე - მისცემს თუ არა მთავრობა კიდევ ერთ შანსს ანაკლიის კონსორციუმს და გაუგრძელებს თუ არა ვადას, სავარაუდოდ, ხვალ მთავრობის სხდომაზე გაირკვევა.

"ჩვენ ხვალ გვაქვს მთავრობის სხდომა და ვგეგმავთ ამ საკითხის განხილვას. უკვე ხვალ დეტალურად მოგახსენებთ ანაკლისს კონსორციუმთან ურთიერთობის გაგრძელების თაობაზე,"- აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ვალდებულებების შესრულების საბოლოო ვადა 31 დეკემბერს ამოეწურა.

დღის ამბები