30 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
წყალტუბოში ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილ სანატორიუმში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილები 65 წლამდე ქალები არიან. არსებული ინფორმაციით, ადგილზე მისულ მაშველებს, ორივე მათგანი გარდაცვლილი დახვდათ.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე სამაშველო სამსახურის ოთხი ჯგუფი მუშაობდა. მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლით მიმდინარეობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ყოფილ სანატორიუმ "მეგობრობაში" ამჟამად დევნილები ცხოვრობენ.

დღის ამბები