ირანმა ერაყში მდებარე ორ ამერიკულ ავიაბაზაზე იერიში მიიტანა. სამხედრო ობიექტების მიმართულებით 12-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა ისროლეს. კადრებს ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს. ამერიკულ ბაზებზე თავდასხმა "ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის" განმარტებით, გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციისთვის შურისძიებას წარმოადგენს.
ცოტა ხნის წინ, twitter-ზე განცხადება გაავრცელა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მუჰამედ ჯავად ზარიფი წერს, რომ ირანმა თავდაცვის მიზნით პროპორციული ზომები მიიღო. მისივე განმარტებით, ირანულ მხარეს სიტუაციის ესკალაცია და ომი არ სურს, თუმცა თავს ნებისმიერი აგრესიისგან დაიცავენ.
ამერიკული ავიაბაზების დაბომბვის შედეგად დასავლური მედია მსხვერპლზე საუბრობს, თუმცა პენტაგონში ამ ინფორმაციას ჯერჯერობით, არ ადაsტურებენ.
შტატებსა და ირანს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერაყში ამერიკის მიერ განხორციელებულ ავიაიერიშს ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი ემსხვერპლა.