30 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
დაპირისპირება საპატრიარქოში - საპყრობილეში დარჩენილი დეკანოზი და ეპისკოპოსების ურთიერთბრალდებები

ბოდბის დედათა მონასტერში, საშობაო ლიტურგიის პარალელურად მეუფე იაკობი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა. ეპისკოპოსი დარწმუნებულია, რომ მამა გიორგი მამალაძემ ციხის გზა თავად აირჩია. ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს კი დუმილისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მეუფე იაკობი პასუხისგებით იმუქრება.

ეს ერთადერთი განცხადება არ არის, რომელიც ბრწყინვალე დღესასწაულის ღამის ლიტურგიის დროს მაღალი იერარქიის სასულიერო პირმა გააკეთა. წმინდა სინოდის წევრი მეუფე პეტრეს ამბიონიდანაც დაემუქრა. მეუფე იაკობი დარწმუნებულია, რომ ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს ბრალდებების მტკიცებულებები არ გააჩნია. ეპისკოპოსმა მეუფე პეტრე და მისი გარემოცვა ქადაგების დროს მხოლოდ მინიშნებებით ახსენა.

მეუფე იაკობი ერთადერთი სასულიერო პირი არ იყო, რომელმაც შობის დღესასწაულზე მეუფე პეტრე და მისი გარემოცვა გააკრიტიკა. ამბიონიდან ჩამოსვლის შემდეგ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პატრიარქის ძმისშვილის კრიტიკის სამიზნეც გახდა. მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა, საუკუნის საქმეზე მსჯავრდებულის ძმა და მეუფე პეტრე პატრიარქის მორალურ ტერორში დაადანაშაულა.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დღეს ბრალდებებსაც უპასუხა და უარყო სალომე ზურაბიშვილისა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 4 იანვარს ქვეყნის პრეზიდენტმა და ილია მეორემ მამალაძის პატიმრობაში დატოვების თაობაზე ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს.

შობის ღამეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მიერ ამბიონიდან და კამერებთან გაკეთებულ მძიმე განცხადებებს პასუხები დილიდანვე გაეცა. იღუმენია თამარ გამყრელიძე იხსენებს, როგორ უთხრა მეუფე დიმიტრიმ უარი დახმარებაზე  მამა გიორგი მამალაძეს და მიზეზად მისი საეკლესიო კეთილდღეობა მოიყვანა.

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი ილია მეორის ჩვევებს იხსენებს. ამბობს, რომ კათოლიკოს-პატრიარქი სტუმრებს ყოველთვის მომზადებული ხვდებოდა და განსახილველ თემებს ყოველთვის წინასწარ ინიშნავდა. მეუფე პეტრესთვის გაუგებარია, რატომ არ შეახსენა კათოლიკოს-პატრიარქმა სალომე ზურაბიშვილს საუკუნის საქმეზე მსჯავრდებულის შუამდგომლობა, თუ ეს საკითხი მისთვის  და წმინდა სინოდის წევრებისთვის მნიშვნელოვანი იყო.

ეპისკოპოსი პეტრე ცაავა დარწმუნებულია, რომ წმინდა სინოდის წევრების შუამდგომლობა გულწრფელი არ იყო და სასულიერო პირებს მამალაძის გათავისუფლების სურვილი არ გააჩნიათ.

დღის ამბები