30 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
არიადნა შენგელაიას დაბადების დღეზე ვარსკვლავს გაუხსნიან - მსახიობს 13 იანვარს 82 წელი უსრულდება

მარგალიტა ამყოლაძეს, "შერეკილების" ერთადერთ ქალ პერსონაჟს, ტრიფონის მეუღლეს და ერთაოზის გულისმპყრობელს 13 იანვარს 82 წელი უსრულდება.

არიადნა შენგელაიას დაბადების დღეზე კინოთეატრ "რუსთაველთან" მისი სახელობის ვარსკვლავს გაუხსნიან. უკანასკნელი წლების განმავლობაში ეს იქნება ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მსახიობი მედიისა და ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგება.

სწორედ ელდარ შენგელაიასთან ქორწინების შემდეგ გერმანული წარმოშობის რუსი არიადნა შპრინკი მეუღლის გვარზე გადავიდა და მასთან განქორწინების შემდეგაც შენგელაიად დარჩენა მოისურვა.

ამ ქორწინებასვე უკავშირდება იმ დროისთვის უკვე წარმატებული და ტიტულოვანი მსახიობის მოსკოვიდან საქართველოში გადმოსვლა. რუსულ კინოში არაერთი ცნობილი როლის მიუხედავად, არიადნა შენგელაია კინოსამყაროს ისტორიაში შევიდა და დარჩა, როგორც ულამაზესი ქართველი მსახიობი. მარგალიტა ბიცოლას შემდეგ არიადნა ქართულ კინოში ისევ გამოჩნდა და ისევ შენგელაიას ფილმში.

დატვირთული და ძალიან საინტერესო ფილმოგრაფია, ​ კინემატოგრაფისტთა უამრავი ჯილდო და საერთაშორისო აღიარება, ასე დასამახსოვრებელმა მარგალიტამ ყველაფერზე უარი თქვა და კარჩაკეტილი ცხოვრება აირჩია. "რუსთავი 2-ის" არქივშიც მსახიობის მხოლოდ რამდენიმეწუთიანი კადრები აღმოჩნდა.

 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები