30 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
პუტინი სირიაში ჩავიდა, სადაც რუსულ სამხედრო ბაზაზე ბაშარ ასადს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოულოდნელად სირიაში ჩავიდა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის პრესსპიკერმა გაავრცელა. ვლადიმერ პუტინი დამასკოში ჩასვლის შემდეგ პირველად რუსულ სამხედრო ბაზაზე მივიდა, სადაც მას სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ელოდებოდა.

კრემლის ინფორმაციით, ასადმა და პუტინმა სირიაში არსებული ვითარება და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხი განიხილეს.

უცნობია ისაუბრეს თუ არა პრეზიდენტებმა ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში შექმნილ სიტუაციაზე.

ხვალ კი პუტინი თურქეთში ჩავა და ოფიციალური ინფორმაციით, გაზსადენის "თურქული ნაკადი" გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

 

დღის ამბები