30 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
პარლამენტარებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო საჩუქრები გადასცეს

ალილოს მონაწილეებს შობა დეპუტატებმა პარლამენტთან მიულოცეს და საშობაო საჩუქრები გადასცეს.

"ბედნიერი, სიკეთით სავსე, მშვიდი წელი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისთვის. წარმატებები ყველას. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ წელს უფრო მეტი საერთო გამოვნახოთ და მეტად შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანება. მეტი გავცეთ და მეტი დაუბრუნდება ჩვენ ქვეყანას," - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

ალილოს მონაწილეებმა ათონელის რეზიდენციისკენაც გადაინაცვლეს, სადაც პრეზიდენტმა მათ შობის დღესასწაული მიულოცა.

"ვულოცავ საქართველოს. მინდა, რომ ყველა ოჯახში პირველ რიგში სიმშვიდე იყოს. ამ წელიწადმა და შობამ სიმშვიდე და სიკეთე მოგვიტანოს და რაც მთავარია ჯანმრთელობა. ასევე ქვეყანა გამთლიანდეს," - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

წელს ალილო მეოცედ იმართება. საუკუნეების წინ დავიწყებული ტრადიაცია პატრიარქის ინიციატივით 2000 წელს აღდგა.

დღის ამბები