30 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
სისტემა ისეთივე დაუნდობელია დაუცველი ადამიანების მიმართ და უფრო ცინიკური, ვიდრე ჩვენ მემკვიდრეობით გვქონდა - ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ პროკურატურა "დამპალოს" სასაფლაოს ტერიტორიაზე ნაწამები და შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმის ჩაფარცხვას ცდილობს. გიგა ბოკერიას შეფასებით, ის ფაქტი, რომ ბრალი ინციდენტში მონაწილე მხოლოდ ერთ პირს წაუყენეს, სწორედ ამაზე მეტყველებს. 

"გამოძიებისას პროკურატურამ რა პოზიციაც დააფიქსირა ვერბალურად, აშკარა საფუძველს იძლევა, რომ სარალიძის საქმეზე რასაც ვხედავდით, რომ აპრიორი ამოცანა იყო საქმის ჩაფარცხვის, ამის ნიშნებს ვხედავთ. მეორე ეჭვმიტანილთან დაკავშირებით რომ არ არის მოქმედება, ამიტომ გვაქვს სრული საფუძველი ვიფიქროთ, ეს საფირმო ნიშნად იქცა ივანიშვილის რეჟიმის.

სისტემა ისეთივე დაუნდობელია დაუცველი ადამიანების მიმართ და უფრო ცინიკური, ვიდრე ჩვენ მემკვიდრეობით გვქონდა სულ, ყოველთვის. ეს შემთხვევაც, სამწუხაროდ, ჯდება ამ დანაშაულებრივ, ამაზრზენ და სამარცხვინო ლოგიკაში," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, 2 იანვრის ღამით, ე.წ. "დამპალოს" სასაფლაოს ტერიტორიაზე პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ზურაბ ფოფხაძემ, მურად წურწუმიას  სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები მიაყენა, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ინციდენტისას ადგილზე იმყოფებოდა მურად წურწუმიას ძმაც, რომელმაც დაპირისპირებისას დაზიანებები მიიღო. ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთ პირს, ზურაბ ფოფხაძის თანმხლებს, ამ დრომდე ბრალი არ წარდგენია.

ზურაბ ფოფხაძეს დღეს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები