ტრადიციული საშობაო ალილო იზეიმეს კახეთშიც. თელავში, პირველად ღვთაების ფერისცვალების სახელობის ტაძრიდან, მრევლმა და სასულიერო პირებმა სადღესასწაულო მსვლელობა მოაწყვეს.
გალობით და ლოცვით მოიარეს ქალაქის ცენტრალური ქუჩები და შემოწირულობა შეაგროვეს.
ალილოს მონაწილეებს მოქალაქები და ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
შეგროვილი სხვადასხვა სახის ნობათს კი სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცემენ.