30 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
დიალოგის მეხუთე რაუნდი - დათანხმდება თუ არა ოპოზიცია უმრავლესობის შეთავაზებას

უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, იანვრის ბოლოს დიალოგის მეხუთე რაუნდი გაიმართება. ზუსტი თარიღი ამ დრომდე უცნობია. მთავარი თემა ისევ საარჩევნო სისტემა იქნება. 

საკითხზე კიდევ ერთხელ საუბრობს ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია. 

"ივანიშვილის მიერ საზოგადოებასთან დადებული პირობა 20 ივნისის შემდეგ იყო პროპორციული საარჩევნო სისტემა, ეს საჭიროა იმისთვის, რომ შემცირდეს უკონტროლობის რისკები და ერთ ხელში ძალაუფლების მოხვედრის ალბათობა აღარ იყოს. ამ საკითხთან ბარიერის დაწევა ან არდაწევა, საერთოდ არაფერ შუაშია," - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

დღის ამბები