ნიუ-იორკში ჰოლივუდის პროდიუსერის, ჰარვი ვაინშტაინის სასამართლო პროცესი დაიწყო.
მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. საქმე 2 ქალზე ძალადობას ეხება. პროდიუსერს 28 წლიანი პატიმრობა ემუქრება.
სექსსკანდალი 2017 წელს აგორდა. 2018 წელს ვაინშტაინი პოლიციას ჩაბარდა, თუმცა მილიონი დოლარის სანაცვლოდ, გირაოთი გათავისუფლდა.