30 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
გუდაურში არსებულ ვითარებას მინისტრი წყალმომარაგების კომპანიის  ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო

ახალი გუდაურის ტერიტორიაზე წყლის მიწოდება ნაწილობრივ აღდგენილია. წყალმომარაგება სარეზერვო ქსელით ხორციელდება. დღეს ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი წყალმომარაგების კომპანიის ახალ ხელმძღვანელთან გრიგოლ მანდარიას ერთად იმყოფებოდა.

ცქიტიშვილი "რედკოს" კომპლექსის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას გაეცნო.

"ამ ქსელზე ორჯერ სამწუხაროდ ავარია მოხდა. ქსელის გარკვეული ნაწილი არის დროებით მოწყობილი ქსელი. ჩვენ ამ ეტაპზე კიდევ ერთ სარეზერვო ქსელს ვაწყობთ. გარდა ამისა, კიდევ ერთ სარეზერვო გენერატორს, პრაქტიკულად დუბლირებულ ქსელსაც ვაწყობთ, რადგან ეს შესაძლო ავარიაც გვქონდეს გათვალისწინებული.

ყველა კომპანიას სჭირდება განახლება, შესაბამისად ჩვენ ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე უმჯობესი იქნება, ბატონმა გიგამ გააგრძელოს საქმიანობა წყლის კომპანიის ხელმძღვანელის პოზიციაზე, ხოლო ქალბატონ ეკასთან გავაგრძელებთ თანამშრომლობას უკვე სამინიტროს ფარგლებში," - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის გრიგოლ მანდარიას ინფორმაციით, კრიზისი ამ ეტაპზე გადალახულია იმ მენეჯმენტის პირობებში, რომელიც წყალმომარაგების კომპანიას დღევანდელ დღემდე ჰყავდა.

დღის ამბები