30 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
ირანში სულეიმანის დაკრძალვაზე ჭყლეტვის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა

35 ადამიანი დაიღუპა​ კასემ სულეიმანთან გამოსამშვიდობებელი ცერემონიალის დროს, რომელიც ისლამური რევოლუციური გვარდიის ალ-ქუდების სპეცსამსახურების მეთაური იყო. ამის შესახებ ინფორმაციას სამაუწყებლო კორპორაცია IRIB ავრცელებს.

ასევე აღინიშნება, რომ დაზარალებულ ადამიანთა რაოდენობა, წინასწარი მონაცემებით, 48-ს შეადგენს.

სამედიცინო სამსახურების თანახმად, ჭყლეტვა ხალხმრავლობამ გამოიწვია.

ირანელი გენერალი შტატების სპეცოპერაციის ფარგლებში ბაღდადში მოკლეს. მანამდე, ერაყში ამერიკის საელჩოზე თავდასხმა მოხდა. ვაშინგტონი ამ თავდასხმის წახალისებაში სწორედ თეირანს ადანაშაულებდა.

დღის ამბები