ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეერთებულ შტატებში არ შეუშვებენ.
მინისტრი, ვიზაზე უარის გამო, ნიუ-იორკში დაგეგმილ გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრას ვეღარ დაესწრება.
ცნობილია, რომ ვაშინგტონს უცხოელი დიპლომატებისთვის ვიზის გაცემაზე უარის თქმა "უსაფრთხოების, ტერორიზმისა და საგარეო პოლიტიკის" მიზეზებით შეუძლია. საკითხთან დაკავშირებით, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტსა და გაეროში, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ.
ცნობილია, რომ ზარიფის ამერიკაში ვიზიტი ვაშინგტონსა და თეირანს შორის ურთიერთობის დაძაბვამდე იყო დაგეგმილი.