30 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
მან პირდაპირ გვითხრა, რომ თავმდაბლობა არის მნიშვნელოვანი და არა ამპარტავნება - პრემიერ-მინისტრი პატრიარქის ეპისტოლეზე

სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. მათი შეფასებით, პატრიარქის ეპისტოლე გასულ წლებთან შედარებით განსხვავებული აქცენტებით გამოირჩეოდა და ყურადღება ძირითადად, რწმენის გაძლიერებასა და მიმტევებლობაზე იყო გამახვილებული.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პატრიარქმა მათ მიუთითა, რომ ეს ქვეყანა ყველასია და ყველას ვალდებულებაა, განურჩევლად პოლიტიკური პოზიციისა, მოუარონ ამ ქვეყანას.

"უწმინდესის ეპისტოლეში სრულად იყო კონცენტრირებული აი ეს სიბრძნე. მან პირდაპირ გვითხრა, რომ თავმდაბლობა არის მნიშვნელოვანი და არა ამპარტავნობა.

მან მიგვითითა, რომ ეს ქვეყანა ჩვენი ყველასია და ჩვენი ყველას ვალდებულებაა, განურჩევლად, ვის რა პოლიტიკური პოზიცია აქვს, ერთად მოვუაროთ ამ ქვეყნას.

ეს არის ძირითადი არსი, რაც უწმინდესის ეპისტოლეში იყო, ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ მას, ქართულ სამღვდელოებას, სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დღე," - აცხადებს გიორგი გახარია.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი აღნიშნავს, რომ პატრიარქის ეპისტოლე როგორც ყოველთვის ქვეყნის სიყვარულით გამსჭვალული იყო.

"ქრისტიანები აღვნიშნავთ ქრისტე შობას და მინდა გისურვოთ ყველას წარმატება და მშვიდობა. მისი უწმინდესობის ეპისტოლე, როგორც ყველა ეპისტოლე, იყო ძალიან ადამიანისა და ქვეყნის სიყვარულით გამსჭვალული," - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

დღის ამბები