30 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
მეუფე დიმიტრი: პრეზიდენტსა და პატრიარქს დეკანოზის საკითხზე შეხვედრა არ ჰქონიათ, დეკანოზის ძმამ მოიტყუა

შობა აჭარაში ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში აღნიშნეს. სადღესასწაულო ლიტურგია ღამის 12 საათზე დაიწყო. ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში მართლმადიდებელ მრევლს დღესასწაული ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მიულოცა.

მოგვიანებით კი მეუფემ მრევლთან დეკანოზის პატიმრობაში დარჩენის საკითხზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, მამა გიორგის გათავისუფლების მოლოდინი ჰქონდა, ასევე განმარტა, რომ პრეზიდენტსა და პატრიარქს ამ საკითხზე შეხვედრა არ ჰქონიათ და დღეს დეკანოზის ძმამ მოიტყუა.

მეუფე დიმიტრი ასევე ამბობს,რომ მამალაძის შეწყალება პატრიარქის ინიციატივა იყო. მან ასევე ისაუბრა დეკანოზის მიერ გამოგზავნილ წერილზეც, რომელიც მას მამალაძემ ციხიდან მისწერა. მეუფე ამბობს, რომ ეს წერილი იყო საპატრიარქოს შანტაჟი და ის მალე გაასაჯაროვებს ამის შინაარსს. მეუფე დიმიტრიმ პეტრე ცაავაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოფილი ჭყონდიდელი ერთადერთი იყო, ვისაც არ გაუხარდა მამალაძის შეწყალების საკითხის სინოდზე განხილვა და ის დეკანოზის ციხეში ყოფნას ხელს უწყობს.

დღის ამბები