ქართული კინომუსიკის შედევრები, რომელიც ყველაზე მივიწყებულ მოგონებებსაც კი გვიცოცხლებს, ხვალ ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე, უკვე 25-ედ გაჟღერდება და მე-5 საიუბილეო წელს იზეიმებს. ამ ხნის განმავლობაში მუსიკალურმა პროექტმა რეკორდული რაოდენობის მოგროვება შეძლო - სულ 60,000-ზე მეტი მსმენელის.
საიუბილეო წარმოდგენის ქარგა პირვანდელ სცენარს დაუბრუნდა. წელს არ იქნება სპეციალური სტუმარი. კინოშედევრების ჯადოსნურ სამყაროში მაყურებელს ეყოლება ერთი გზამკვლევი. ნიკოლოზ რაჭველი ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.
მეხსიერების ბარათი მასში ჩატეულ ყველა ცნობილ კომპოზიტორს გაიხსენებს. ფრაგმენტები მსოფლიო კინოდან - ნინო როტა, ენიო მორიკონე, მიშელ ლეგრანისა და გია ყანჩელის მუსიკალური მონათხრობი...
უკვე ტრადიციად იქცა, რომ ეს მუსიკალური წარმოდგენა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შობის დღესასწაულზე იმართება. წელს კინომუსიკის შედევრების გარდა, საშობაო ალილო ნატალია ქუთათელაძის და "ანა-ბანას" ბავშვებვის მონაწილეობით გაჟღერდება.
ავტორი: სალომე თარხნიშვილი