30 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
იქნება თუ არა ოპოზიციის "შავი სია" პოლიტიკური დიალოგის ერთ-ერთი საკითხი, იანვრის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი

წლის პირველ შეხვედრაზე გაერთიანებული ოპოზიცია "შავ სიაზე" მსჯელობას მიუბრუნდა - იმ სიაზე, რომლის საბოლოო ადრესატიც საერთაშორისო პარტნიორები უნდა გახდნენ.

შეხვედრა პირველ ეტაპზე 5 პირის დასახელებით დასრულდა, მათ შორის მოხვდნენ: მოსამართლეები, პოლიციელები, პროკურორები და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელიც.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ შეეცდებიან, გამოავლინონ ყველა უკანონო ბრძანების შემსრულებელი პირები, ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ საშუალო და დაბალი რგოლის თანამდებობის პირებზე.

თუ რა ფორმით და როდის მიაწოდებს ოპოზიცია პარტნიორებს ამ სიას, ჯერ უცნობია. პარალელურად დგება მეორე სიაც, რომელშიც დაზარალებულები მოხვდებიან.

ხელისუფლებისთვის არასერიოზულია ოპოზიციის იდეაც და მათი მოლოდინიც იმის შესახებ, რომ საერთაშორისო პარტნიორები ამ სიით იხელმძღვანელებენ.

თუ როგორ გადაწყდება მოლაპარაკებების ბედი, იქნება თუ არა "შავი სია" დიალოგის ერთ-ერთი საკითხი და როდის უნდა ველოდოთ გარდამტეხ ნაბიჯებს მოცემულ პოლიტიკურ რეალობაში - ამ კითხვებზე პასუხი იანვრის პირველ ნახევარში უნდა გახდეს ცნობილი.

დღის ამბები