30 ნოემბერი 2024,   09:26
ვრცლად
ჩემი ძმა, გათავისუფლების შემთხვევაში, პატრიარქის სოდომურ ცოდვებზე ისაუბრებდა - თორნიკე მამალაძე

პატრიარქის სურვილი იყო, ჩემი ძმა საპყრობილეში დარჩენილიყო - ამის შესახებ დეკონოზ გირგი მამალაძის ძმამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. თორნიკე მამალაძის განცხადებით, პატრიარქი არის შეშინებული, რომ გათავისუფლების შემთხვევაში, დეკანოზი პატრიარქის სოდომურ ცოდვებზე ისაუბრებდა.

"სალომე ზურაბიშვილის კითხვა იყო პატრიარქისადმი, რა მოტივით გააქარწყლებდა სინოდის გადაწყვეტილებას, რომლითაც მოხდა შუამდგომლობა. პატრიარქმა განაცხადა, რომ ეკლესიაში გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ და მხოლოდ პატრიარქი და არა სინოდი. გამომდინარე აქედან, პატრიარქის სურვილი იყო, რომ ჩემი ძმა საპყრობილეში დარჩენილიყო. 

ეს იმას მიანიშნებს, რომ პატრიარქი არის შეშინებული და ჩემი ძმა, გათავისუფლების შემთხვევაში, პატრიარქის სოდომურ ცოდვებზე ისაუბრებდა.

ამასთან, დეკანოზი ისაუბრებდა საპატრიარქოში არსებულ ფინანსურ მაქინაციებზე, აქედან გამომდინარე, პატრიარქმა გადაწყვიტა რომ ჩემი ძმა ციხეში დაეტოვებინა,"- განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

 

დღის ამბები