ბაკურიანში ორ ქუჩაზე მდებარე 20-ამდე სასტუმროს და გუდაურში რედკოს კომპლექსს წყალი ისევ არ მიეწოდება.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამთო კურორტებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება - უწყების განცხადებით, ტურისტები გუდაურს და ბაკურიანს არ ტოვებენ, წყალი კი მოსახლეობის 90 პროცენტს ბოლო 24 საათს განმავლობაში სრულად მიეწოდება.
პრობლემურია, დაახლოებით, დასახლების 10 პროცენტი. ბოლო დღეებში განსხვავებულია თავად ადგილობრივების და ტურისტების განცხადებები, რომლებიც უწყლობით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ ამის გამო მათი ნაწილი კურორტებს ტოვებს.