30 ნოემბერი 2024,   09:48
ვრცლად
მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მორიგი პოლიტიკური დიალოგი იანვარში გაიმართება

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მორიგი პოლიტიკური შეხვედრა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის იანვარში გაიმართება. არჩილ თალაკვაძეს თქმით, შეხვედრას მომზადება და ოპოზიციასთან კონსულტაციები სჭირდება.

"იანვრის თვეში იქნება, რა თქმა უნდა, მომდევნო პოლიტიკური დიალოგი, მაგრამ ამას სჭირდება წინასწარი მოსამზადებელი სამუშაო, მათ შორის ოპოზიციასთან კონსულტაციები. იცით, რომ ჩვენ შევთავაზეთ, ბურთი არის მათ მოედანზე და ვნახოთ, თუ რა იქნება უკვე დაფიქრების და განსჯის შემდეგ ოპოზიციის პასუხი ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით.

ზოგადად ვფიქრობ, რომ 100/50 არის ძალიან რეალისტური შეთავაზება. ის მკვეთრად ამცირებს მაჟორიტარული მანდატების რაოდენობას და მკვეთრად ზრდის პროპორციული მანდატების რაოდენობას, რაც იყო კიდეც ოპოზიციის მოთხოვნა," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები