30 ნოემბერი 2024,   09:50
ვრცლად
"ბოდიშს გიხდით ჩემი მთავრობის ქმედებების გამო...მე საქართველოს მთავრობას პოლიტიკურ თავშესაფარს ვთხოვ" - რუსი ჟურნალისტი

რუსი ჟურნალისტი საქართველოში თავშესაფარს ითხოვს. ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი რუსეთის მთავრობის რეპრესიებზე საუბრობს და ამბობს, რომ მას უნდა საკუთარი თავი დაიცვას რუსეთში შესაძლო ექსტრადაციისგან. ჟურნალისტმა "კურიერთან" პირველი კომენტარი გააკეთა. 

"რუსეთში ყოფნის დროს, საპროტესტო აქციებში პლაკატებით ხელში სამთავრობო შენობის წინ ვმონაწილეობდი. უკრაინაში იმიტომ წავედი, რომ ზოგიერთი რუსული სამთავრობო ჯგუფები მემუქრებოდნენ. პუტინი არის დიქტატორი, რომელმაც დაიწყო ომი სუვენერულ სახელმწიფოებთან. ის კლავს, დევნის და აპატიმრებს პოლიტიკურ ოპონენტებს. საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია პუტინის რეჟიმის მიერ. ბოდიშს გიხდით ჩემი მთავრობის ქმედებების გამო. რუსი ხალხი პუტინის რეჟიმის პირობებში იტანჯება. მან უნდა გაათავისუფლოს საქართველოს დაპყრობილი ტერიტორიები. მე ვთხოვ საქართველოს მთავრობას პოლიტიკურ თავშესაფარს, იმედი მაქვს, მომცემენ უფლებას, დავრჩე აქ და გავაგრძელო ჟურნალისტური საქმიანობა," - განაცხადა რუსმა ჟურნალისტმა იური იზოტოვმა

დღის ამბები