30 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
თუ ლავროვი საქართველოში ჩამოვა, დახვდება ხელისუფლების ძალიან პრინციპული პოზიციები - არჩილ თალაკვაძე

ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში შესაძლო ვიზიტზე კომენტარს აკეთებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ლავროვი თბილისში ჩამოვა, მას საქართველოში მწვავე პროტესტი დახვდება.

"თუ ის ჩამოვა საქართველოში, შემიძლია გითხრათ, რა დახვდება მას საქართველოში - დახვდება პროტესტი იმის გამო, რომ ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული, საქართველოში დახვდება ხელისუფლების ძალიან პრინციპული პოზიციები, რომ შეასრულოს რუსეთმა აღებული ვალდებულებები.

ლავროვს საქართველოში დახვდება კონკრეტული დასკვნები და შეფასებები იმ საქმეებთან დაკავშირებით, სადაც ჩვენი მოქალაქეების უფლებები უხეშად ირღვეოდა, იყო მკვლელობები, გატაცებები და უკანონო პატიმრობები,"-აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში, შესაძლოა, მაისში ჩამოვიდეს. ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას ლავროვის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლა, რადგან ლავროვს ოკუპაციის შესახებ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული.  

ამავე თემაზე
დღის ამბები