30 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
"დეკანოზი მამალაძე არის პატრიარქის პატიმარი, დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა" - გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა დეკანოზ მამალაძის შეწყალების საქმეს გამოეხმაურა. მისი თქმით, პრეზიდენტის განცხადება აცდენილი იყო რეალობას, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ პრეზიდენტი საქმის დეტალებს არ იცნობს.

გოჩა მირცხულავას თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძე ნამდვილად არის პატრიარქის პირადი პატიმარი.

"პრეზიდენტის განმარტებებში ჩვენ მოვისმინეთ, რომ თურმე დეკანოზი პატრიარქის სიცოცხლისა და ავტორიტეტის ხელმყოფი პირია. გამოდის, რომ საერთოდ არ იცნობს პრეზიდენტი საქმეში არსებულ დეტალებს, რადგან საქმეში დეკანოზ მამალაძეს ბრალი წაყენებული აქვს, შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგ ანგარებით მკვლელობის მომზადების მცდელობაში. დეკანოზი მამალაძე არის პატრიარქის პატიმარი, დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა,"  - განაცხადა გოჩა მირცხულავამ.

დღის ამბები