30 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
ყასემ სოლეიმანის შვილის მუქარა - "აშშ-სა და ისრაელს შავი დღეები ელით"

ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის შვილმა განაცხადა, რომ მისი მამის სიკვდილის შემდეგ აშშ-სა და ისრაელს "შავი დღეები ელის".

CNN-ის ინფორმაციით, ირანის დედაქალაქში დაკრძალვის ცერემონიალზე ხალხის წინაშე გამოსვლისას ზეინაბ სოლეიმანიმ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის ბოროტი გეგმა, გენერლის მკვლელობით დარღვეულიყო ორი ერის - ერაყისა და ირანის ერთობა, ჩაიშალა.

"შეშლილო ტრამპო, შენ ხარ სისულელის სიმბოლო და საერთაშორისო სიონისტების სათამაშო," - აღნიშნა ზეინამ სოლეიმანიმ.

თეირანის ქუჩებში სამგლოვიარო ცერემონიალზე ათასობით ადამიანი გამოვიდა, ისინი გაბრაზებასაც არ მალავენ.

ხალხის დიდი ნაწილი ქუჩაში გათენებამდე გავიდა, ისინი ყასემ სოლეიმანის გარდაცვალებას ხმამაღლა გლოვობენ.

დღის ამბები