30 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
ნასამ ავსტრალიის მასშტაბური ხანძრის ამსახველი ვიდეო-მასალა კოსმოსიდან გაავრცელა

ავსტრალიაში მაშველები ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ქვეყნის მთავრობაში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ატომური ბომბით გამოწვეულ მდგომარეობას ადარებენ.

ხანძარი იმდენად მასშტაბურია, რომ კოსმოსიდანაც კი ჩანს. სტიქიის ამსახველი ვიდეო-მასალა კოსმოსიდან ნასამ გაავრცელა.

ტყის ხანძრების მიერ მიყენებული ზარალის დასაფარად ავსტრალიის მთავრობა დამატებით 2 მილიარდ დოლარს გაიღებს.

პრემიერ-მინისტრის სკოტ მორისონის განცხადებით, ხანძრები თვეების განმავლობაში გაგრძელდება. ახალი სამხრეთ უელსის შტატს მოსახლეობა ისევ ტოვებს.

ავსტრალიაში ხანძრებს უკვე 2 თვეა ებრძვიან. ცეცხლი 200-ზე მეტ კერას უკიდია. სტიქიამ 24 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაახლოებით 30 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ხანძრებს ნახევარი მილიარდი ცხოველი და ფრინველი შეეწირა.

დღის ამბები