30 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა

პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით მთავარი პრინციპით ვიხელმძღვანელე, რომ ჩემი გადაწყვეტილებით არ შევუწყო ხელი საზოგადოებაში რაიმე ახალ დაპირისპირებას. ვერ მოვნახე არგუმენტი, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მორატორიუმის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი საშობაოდ პირველად გამოსცა და 5 მსჯავრდებული შეიწყალა.

პრეზიდენტმა ორჯერ დაარღვია ტრადიცია და გიორგობის დღესასწაულის შემდეგ, მსჯავრდებულები, არც ახალ წელს შეუწყალებია.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი პატიმართა შეწყალებაზე 556-ე ბრძანებულების გამოცემით და პროცედურების გამკაცრებით დასრულდა. 

რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძეს, მასთან დაკავშირებით სინოდმა გადაწყვეტილება 31 ოქტომბერს მიიღო და მისი შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს შუამდგომლობით მიმართა.

დეკანოზ მამალაძეს 2017 წლის 5 სექტემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

 

დღის ამბები